ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი, სახელმწიფო ენის დეპარტამენტი და გიორგი ახვლედიანის სახელობის ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოება 14-15 აპრილს გამართავენ ქართული ენის დღისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციას - სალიტერატურო ენის საკითხები: ძირითადი ტენდენციები და პრობლემები.
კონფერენცია გაიხსნება 14 აპრილს, 11.00 საათზე, თსუ I კორპუსის 107-ე აუდიტორიაში.
დამატებითი ინფორმაციისათვის იხ. კონფერენციის პროგრამა/თეზისები.